“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი პოლიციაში გამოიკითხა. საქმე ეხება ე.წ ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემას. ხაბეიშვილის ინფორმაციით, ამ საქმის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, უჩა მამაცაშვილი დგანან. სქემაში ჩართულია 20 000-მდე ქოლ-ცენტრის თანამშრომლი, რომლებიც ხაბეიშვილის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ყალბ აქტივებს ასაღებენ. ოპოზიციის წევრმა, გამოძიებას ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა.მისი თქმით, ყველა დოკუმენტს საქართველოში გაამზადებს და საქმეს საერთაშორისო გამოძიებას გადასცემს.