მეუფე იაკობი პოლიტიკოსებს ეროვნულ შერიგებას ეკლესიაში სთავაზობს | 13.12.2021

მეუფე იაკობი პოლიტიკოსებს ეროვნულ შერიგებას ეკლესიაში სთავაზობს. გავლენიანი სასულიერო პირი ფიქრობს, რომ ახლა აუცილებელია შეცდომების აღიარება.  მეუფე იაკობის თქმით, ერთადერთი გზა შერიგებაა და ეს სწორედ ეკლესიის წიაღში უნდა მოხდეს.

მეუფე იაკობი სინოდის წევრებს მოუწოდებს მხარეები არ გახდნენ და შერიგება სადღეგრძელოდ ნათქვამი არ დარჩეს.

მეუფე იაკობის პოზიცია  სასიამოვნო აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილისთვის. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გორის ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.   ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის მოსალაპარაკებლად ნებისმიერი ლოკაცია მისაღებია.