საიას ანგარიში – ადამინის უფლებების დაცვის კუთხით ორგანიზაცია 2021 წელს უარყოფითად აფასებს | 10.12.2021

ადამინის უფლებების დაცვის კუთხით 2021 წელს უარყოფითად აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.  საიას მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით 2021 წელი არაერთი მიმართულებით მძიმე იყო. მათ შორის ანგარიშში საუბარია თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში ზეწოლის მუქარისა და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებდა. ანგარიშში მოხვდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის და მედიის წარმოამდგენლების მიმართ ძალადობის მძიმე შემთხვევებიც, რაც საიას შეფასებით ძირითადად გამოუძიებელია. ამ კუთხით არასამთავრობო ორგანიზაცია 5 ივლისის მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ სახელმწიფომ ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება არ უზრუნველყო. ანგარიშის მიხედვით 2021 წელს ისევ პრობლემას წარმოადგენს სასამართლოში არსებული კლანური მმართელობა, სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობა და პანდემია.