“მიხეილ სააკაშვილი თავს კვლავ სუსტად გრძნობს, თუმცა არის უკეთესად,” – ამ ინფორმაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ ექსპრეზიდენტის ადვოკატი ავრცელებს. შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მადლობას უხდის სახალხო დამცველს იმისთვის, რომ მისი უფლებების დაცვის კუთხით აქტიურად მუშაობს.