მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებას, სახალხო დამცველი პატიმრის ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად აფასებს. ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით, 2021 წლის ადამიანის უფლებების მდგომარეობა შეაჯამა. დოკუმენტში ვრცლად არის საუბარი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით. ნინო ლომჯარია სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად აფასებს იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლება არ ეძლეოდა.
ომბუდსმენის ანგარიშში მოხვდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებიც. სახალხო დამცველის შეფასებით წინა წლის მსგავსად, ადგილობრივი არჩევნებიც უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში წარიმართა. დოკუემნტში საუბარია ამომრჩეველთა სავარაუდო ზეწოლის, დაშინების და სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებზეც. ანგარიშში ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ სუს-დან გაჟონილ ფაილებზეც, რაც მისი შეფასებით ამ დრომდე სათანადოდ გამოძიებული არ არის.
ანგარიშის წარდგენისას, ნინო ლომჯარია მედიაზე ძალადობის შემთხვევებსაც შეეხეო. განაცხადა, რომ მედიაზე ცინიკური დამოკიდებულება და მათ მიმართ დისკრიმინაციისკენ მიმართული განცხადებები, პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. ომბუდსმენის შეფასებით, მაღალი თანმდებობის პირების მხრიდან, 5 ივლისს გაკეთებულმა განხადებებმა, არა თუ ვერ აღკვეთა, არამედ, რეალური საფრთხის ქვეშ დააყენა ჟურნალისტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
სახალხო დამცველის ანაგირშში მოხდვა ქვეყანაში არსებული კოვიდ ვითარებაც. ომბუდსმენი ხელისუფლების მხრიდან ეპიდსიტუაციის მართვას არაეფექტურს უწოდებს. მისი თქმით, გაურკვეველი იყო კოვიდ რეგულაციების მოხსნა – დაწესების დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, სახელმწიფოს მიერ წარმოებული ვაქცინაციის პროცესის საინფორმაციო კამპანია კი არაეფექტურია.