სახალხო დამცველი ალტერნატიულ კომისიასთან ერთად, უახლოეს დღეებში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოინახულებს. ნინო ლომჯარიას თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცენტმა “ემპათიამ” ინფორმაცია გაავრცერლა, რომ მიხეილ სააკაშვილს, ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ასმევდნენ.