ქვეყანაში არსებული კოვიდსტატისტიკა ისევ საგანგაშო ნიშნულზეა. მძიმე ეპიდვითარების ფონზე მცირედით მოიმატა ვაქცინაციის ტემპმა. გასულ 24 საათში ვაქცინირებულთა მონაცემმა 10 660 შეადგინა. ორწლიანი პანდემიის შემდეგ ექიმები ვარაუდობენ, რომ ქვეყნისთვის ყველზე მძიმე მომდევნო ორი თვე იქნება. უმძიმესი ვითარების ფონზე კი ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ახალ შტამთან საბრძოლველად ემზადებიან. ომიკრონისგან თავდაცვის საშულებად ისინი კვლავ ვაქცინაციასა და ბუსტერ დოზების გააქტიურებას ასახელებენ.