კახი კალაძე მედიას უპირისპირდება. მიზეზი კრიტიკული მედიის მხრიდან, მერიის აქტივობების ნაკლები სიხშირით გაშუქებაა. მერი ამბობს, რომ მედიას მისგან მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები აინტერესებს და მის თემებს მიზანმიმართულად არ აშუქებს. მსგავსი პრაქტიკის გაგრძელების შემთხვევაში, კახი კალაძე მედიასთან ურთიერთობის გადახედვას და კონკრეტული ზომების მიღებას გეგმავს.