სალომე ზურაბიშვილს მისთვის მინიჭებული უფლების გამოყენებას სთხოვენ | 08.12.2021

“გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი” – ამ მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს გამოიყენოს მისი დისკრეციული უფლება და  შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი. აქციის მონაწილეების განცხადებით საქართველოს პრეზიდენტს აქვს ისტორიული შანსი, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება შეცვალოს და ეროვნულ შერიგებაზე საუბარი დაიწყოს. აქციის მონაწილეები დღეს  სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრასაც იტხოვდნენ, რისთვისაც დრო 15:00 საათამდე მისცეს, თუმცა აქცია ისე დასრულდა, რომ ათონელის რეზიდენციაში შეხვედრა არ შედგა. მოგვიანებით კი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას მხოლოდ მცირე განცხადებით გამოეხმაურა და სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ ქართული საზოგადოება ვიწროპოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით არის დაკავებული და არა ქვეყნის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, მათ შორის უკრაინის საზღვარზე შექნილი ვითარებით.