“მიიღებს თუ არა “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებებს” – კითხვა ისევ აქტუალურია. მმართველი პარტიის თავჯდომარემ ამ თემაზე საუბრისას, კიდევ ეთხელ თქვა, რომ ცვლილებების მიღების შანსი 50/50-ზეა. ირაკლი კობახიძის პოზიციაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, ოპოზიციამ “ოცნება” უნდა დაარწმუნოს, რომ ქვეყნის განვითარებას ხელი არ შეეშლება. ამ პოზიციას იზიარებს სრულიად მმართველი გუნდი. ამბობენ, რომ თუ ოპოზიციას ცვლილებები სურს, დესტრუქციის და საბოტაჟის ენით საუბარი უნდა შეწყვიტოს.
“ქართული ოცნების” ლიდერებისა და მისი თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის ულტიმატუმს, არასერიოზულს და აბსურდულს უწოდებს ოპოზიცია. ამბობენ, სახელისუფლებო პარტიას რეალურად რიგგარეშე არჩევნების ეშინია, რადგან არ სურს ძალუფლების დაკარგვა.