რა ბედი ელის ღამის კლუბებს | 07.12.2021

რა ბედი ელის ღამის კლუბებს ისევ უცნობია. საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ   ჟურნალისტების კითხვა –  თუ როდიდან შეძლებენ კლუბები მუშაობის განახლებას კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა.  გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ღამის კლუბებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან  მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პასუხი კი  პოზიციების შეჯერების შემდეგ გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ  თითქმის ორ წლიანი პაუზის შემდეგ, კლუბმა KHIDI- მუშაობა  3 დეკემბერს განაახლა, თუმცა შრომის ინსპექციამ ის 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა.  მიზეზად  კი  აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი დაასახელა.

დღევანდელ ბრიფინგზე განმარტებები გაკეთდა მწვანე სტატუსის დამადასტურებელ აპლიკაციებზე.  საკოორდინაციო საბჭოს საოპერაციო შტაბის უფროსმა  Georgia e-health-ისა და კოვიდ პას ჯორჯიას გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიორგი ღიბრაძის თქმით,  ამ ორი აპლიკაციის ჩანაცვლება  მოქალაქეებს იუსტიციის სახლში დაბეჭდილი „კოვიდ-19“-ის ბარათით შეუძლიათ.

რაც შეეხება კოვიდსატისტიკას, ქვეყანაში არსებული ეპიდდემიოლოგიური ვითარება ისევ მძიმეა.  კიდევ  59 გარდაცვლილი და  4 509 დაინფიცირებული – ასეთია გასული დღე ღამისმაჩვენებელი.  საგანგაშო ეპიდვიტარების ფონზე მცირედით იმატა ვაქცინაციის ტემპმა. ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით  12 194 ადამიანმა აიცრა.