დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები გარემოვაჭრეებს დახლების აღებას თხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჯარიმებით ემუქრებიან. ინციდენტს ადგილი ჰქონდა დღეს დელისის მეტროსთან. როგორც გარემოვაჭრეები ამბობენ, ერთ-ერთი მოვაჭრე მერიის ინსპექციამ 50 ლარით უკვე დააჯარიმა. როგორც გარემოვაჭრეები ამბობენ, ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და მუშაობის შეწყვეტა არ შეუძლიათ.