” დღეს ვინც თბილისის მერია, ქრთამისთვის დასაჭერია” – აქცია საკრებულოს სხდომის პარალელურად | 07.12.2021

“დღეს ვინც თბილისის მერია, ქრთამისთვის დასაჭერია” – ამ ლოზუნგით, დედაქალაქის მთავრობის დამტკიცების პარალელურად, თბილისის საკრებულოსთან აქცია გაიმართა.  ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის”  წევრები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდა და დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას უნდობლობას უცხადებენ. აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა ბანერები და პლაკატები აქვთ მიტანილი.