შეხვედრა ღამის კლუბების უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლის შესამუშავებლად | 06.12.2021

ღამის კლუბების ასოციაციასთან უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლის შემუშავების საკითხზე შრომის ინსპექციაში შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაზე გასართობი ინდუსტრიის მდგრადი აღდგენისთვის შემუშავებული პროტოკოლის სამუშაო ვერსია განიხილეს  და საქმიანობის უსაფრთხო და მდგრადი აღდგენის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.  მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები და შეჯერებული საკითხები განსახილველად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, შრომის ინპენქცია კლუბი “ხიდი” დააჯარიმა და დალუქა. მიზეზად  ზედამხედველობისას კლუბში აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი დასახელდა. კლუბ „ხიდის“ ხელმძღვანელობა აკისრებულ ჯარიმას და კლუბის დალუქვის საკითხს სასამრთლოში გაასაჩივრებს.