ხელისუფლების ოპონენტები ნიკა მელიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარების ფაქტს აფასებენ. ამბობენ, რომ სუს-ი ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნის ინსტიტუტად იქცა და ამ ორგანიზაციას არაფერი აქვს საერთო საზოგადოების დაცვასთან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეალური მოვალეობა ბიძინა ივანიშვილის დაცვა და მისი პოლიტიკური მეტოქეების განეიტრალებაა. მმართველი გუნდში კი თქვეს, რომ სახელმწიფო უწყებები კანონის ფარგლებში მოქმედებენ. ნიკა მელიას სუს-ში დაბარება სავარუდო სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება. გამოძიება უწყებამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებიდან, რამდენიმე დღეში დაიწყო.