17 დღიანი შიმშილობის დასრულების და რეაბილიტაციის შემდეგ ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. “დროას” ლიდერის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრისას აქტიური პოლიტიკური საკითხები განიხილა. ხოშტარია აცხადებს, რომ მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველაფერს გააკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური შურისძიება დასრულდეს.