მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ, უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ – სააკაშვილი | 06.12.2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის საპყრობილეში გადაყვანის შესახებ ჭორებს ავრცელებს, რაც მისი და აქტივისტების დასაშანტაჟებლად კეთდება. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ხელისუფლებას ეროვნული შერიგებისკენ მოუწოდებს.

როდის გადაიყვანენ მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამ დრომდე უცნობია.  ახლა  განხილვის მთავარი  საკითხია რა პასუხი ექნება იუსტიციის სამინსიტროს ცენტრ ემპათიას მიერ გაკეთებულ ხმაურიან ინფორმაციაზე. მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით,   მიხეილ სააკაშვილს არასაჭირო პრეპარატებს ასმევენ. მისივე თქმით, პრეპარატი ფიგურირებს როგორც რუსთავის დაწესებულებაში, ისე გორის ჰოლპიტლის სამედიცინო დოკუმენტაციაში.  ემპათიაში ამბობენ, რომ ციხეთა სისტემაში მიხეილ სააკაშვილის განთავსება მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი და დაუშვებლია. ორგანიზაცია  შემაჯამებელ საექსპერტო დასკვნას  10 დეკემბერს გაასაჯაროებს.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ეჭვობს, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილის დასუსტება განგებ სცადა. უფლედამცველის თქმით, თუ ფაქტი დადასტურდა, საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში დიდი ფასის გადახდა მოუწევს.

ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებიდან 19 ნოემბერს გადაიყვანეს.  ახლა მიხეილ სააკაშვილი მორიგი პოლიტიკური განცხადებებისთვის ემზადება. რამდენიმე დღეში ექსპრეზიდენტი ისევ მოსამართლის წინაშე საბრალდებო სკამზე დაჯდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები