უზენაეს სასამართლოში ოთხი მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ევროკავშირიც ეხმიანება | 02.12.2021

საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლოში ოთხი მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ევროკავშირიც ეხმიანება. საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  დანიშვნები  19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას ეწინააღმდეგება, რადგან  პოლიტიკურ ლიდერებს აღებული ჰქონდათ  მართლმსაჯულების რეფორმის  ვალდებულება. ევროკავშირში თვლიან, რომ  პოლიტიკოსების მიერ გადადგმული ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობას და საზოგადოების ნდობას ქართული მართლმსაჯულების მიმართ ეჭვის ქვეშ აყენებს. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ხელი შეუწყონ სასამართლო სისტემის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის განმტკიცებას ფართო, ინკლიუზიური და პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმების გზით.