დღეიდან ქვყანაში მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდა. ბარათის გარეშე შესვლა შეუძლებელი ხდება სამასპინძლო სექტორში, კინოთეატრებში, თეატრებსა და გასართობ ცენტრებში. მოქალაქეებს მწვანე სტატუსის წარდგენა მოუწევთ სათამაშო ბიზნეს ობიექტებზეც, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებსა და სასტუმროებშიც. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან მსუბუქდება კოვიდშეზღუდვების გარკვეული ნაწილიც. კერძდ, მოიხსნა რესტორებისთვის დაწესებული საათობრივი შეზღუდვა. გაიზარდა კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა დასწრების რაოდენობაც. საქართველოში შემოსვლისას ვაქცინირებულუი მოქალაქეები კი PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ.
მწვანე სტატუსზე ვიზიტორების შეემოწმება დილიდან დაიწყო სხვადასხვა ობიექტების შესასვლელებთან. მოქალაქეებს, რომლებსაც სტატუსის დამადასტურებელი რაიმე საბუთი არ გააჩნიათ უკან აბრუნებენ. მოქალაქეებს ე.წ მწვანე პასპორტების წარდგენა ორი გზით – ელექტრონული აპლიკაციისა და ქაღალდის პასპორტის საშუალებით შეუძლიათ.
ობიექტებს, რომელბიც მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს დაარღვევენ შესაბამისი სანქციები დაუწესდებათ. ჯარიმებთან დაკავშირებით, განმარტება დღეს შრომის ინსპექციის მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა გააკეთა. მაია მიქაიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ობიექტი მწვანე ბარათის კონცეფციას დაარღვევს, ფიზიკური პირი 2000, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით დაჯარიმდება. მისივე თქმით, შრომის ინსპექცია უფლებამოსილია შეაჩეროს იმ ობიექტების საქმიანობა, რომლებიც უარს განაცხადებენ რეკომენდაციების შესრულებაზე.
მწვანე პასპორტის მისაღებად მოქალაქე გარკვეულ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს. უფრო კონკრეტულად კი ბარათს მიიღებენ: სრულად ვაქცინირებული ადამიანები, პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ PCR ან 24-საათაინი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი და გადატანილი აქვთ კორონავირუსი. 18 წლამდე ასაკის პირები კი მწვანე პასპორტის მოთხოვნისგან თავისუფლდებიან.