ხმაურიანი სხდომის დაწყებამდე ხმაური და დაპირისპირება იყო საქალაქო სასამართლოს გარეთ. მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მისი თანაგუნდელები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. ადგილზე უპრეცენდენტო რაოდენობის პოლიციელი იყო მობილიზებული. სამართალდამცველები დილიდან მთელ პერიმეტრზე განლაგდნენ და აქციის მონაწილეებს სასამართლოს შენობის ეზოში შესვლის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ. თავდაპირველად სასამართლოში არც სააკაშვილის ადვოკატებს და ოჯახის წევრებს უშვებდნენ რასაც პირველი დაპირისპირება მოჰყვა.
“ისტორიული უსამართლობა” – სწორედ ასე შეაფასეს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებმა პროცესი, რომელიც დღეს საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა. მათი თქმით, ის ფაქტი, რომ ივანიშვილი ასამართლებს სააკაშვილს არის აბსურდი, რომელიც მალე დასრულდება.