ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო დღეს ბათუმში ხმაურიანი აქცია გაიმართა. აჭარის მთავრობის სახლთან სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციის ლიდერები და გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახის წევრები მივიდნენ. მათ თორნიკე რიჟვაძის გადადგომა და იმ ადამიანების დასჯას მოითხოვეს, რომლებიც ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ზეწოლაში მონაწილეობდნენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ფუტკარაძის სიცოცხლე სწორედ “ქართულმა ოცნებამ” შეიწირა. “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გუშინ გავრცელებული აუდიო ჩანაწერებით ირკვევა, რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ყოფილი ძალოვანები, მათ შორის აჭარის მთავრობის მეთაურის მამა – სხვადასხვა ფორმებით ემუქრებოდნენ, ასევე სთავაზობდნენ 100 000 დოლარს, “ნაციონალური მოძრაობის” დატოვების სანაცვლოდ. ნუგზარ ფუტკარაძე ამ ინციდენტიდან რამდენიმე დღეში გულის შეტევით გარდაიცვალა.