ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ საგანგაშოა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 62 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5085 დაინფიცირდა. ეპიდემიოლოგების თქმით, იმუნიზაციის დაბალი ტემპის გამო, მომდევნო თვეების განმავლობაში მდგომარეობის დასტაბილურება შეუძლებელი იქნება. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტებში კოვიდის რთული და მწვავე კლინიკური მიმდინარეობა აღინიშნება, რაც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას იწვევს. ექიმები მოსახლეობას კვლავ ვაქცინაციის პრცესში ჩართვას და რეკომენდაციების დაცვისკენ თხოვენ.
რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა მსოფილიოს სხვა ქვეყნებშიც. კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი უკვე 258 მილიონს აჭარბებს. ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსს წელს უფრო მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვიდრე გასულ წელს. ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა საბერძნეთში, ახალი რეგულაციების შემოღება იგეგმება ნიდერლანდებსა და გერმანიაშიც.