ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ მძიმეა | 22.11.2021

საქართველოში ეპიდემმიოლოგიური ვითარება ისევ მძიმეა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1851 ახალი შემტხვევა დაფიქსირდა, რითიც დადასტურებული შემტხვევების საერთო რაოდენობა 814 097-მდე გაიზარდა. ისევ საგანგაშოა ლეტალობის მაჩვენებელიც. ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს კიდევ 55 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯამში კი გარდაცვლილთა რიცხვი 11 553-ს შეადგენს. ამ ფონზე კი ისევ დაბალია ვაქცინაციის ტემპი. 22 ნოემბრის მონაცემებით ქვეყანაში სულ 2 097 159 აცრა ჩატარდა. აქედან ბოლო ერთ დღეში სულ 1 644 ადამიანი აიცრა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ მატულობს მსოფლიოში. დღეიდან სრული ლოქდაუნი გამოაცხადა ავსტრიამ. 10 დღის განმავლობაში დაიხურება კაფე-ბარები, რესტორნები, თეატრები, მაღაზიების ნაწილი და სალონები. ხელისუფლება შეზღუდვების კიდევ გახანგრძლივებას არ გამორიცხავს. აუცრელი მოქალაქეებისთვის დღეიდან მკაცრ შეზღუდვებს აწესებს სლოვაკეთიც. ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 30 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. საავადმყოფოები აცხადებენ, რომ რეანიმაციული განყოფილებები თითქმის გადატვირთულია. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.