ოპოზიციის ნაწილმა საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა. ასეთია პარტია ლელო, რომელიც საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვაზე უარს, სწორედ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხვნით, ამბობდა.თუმცა პარტია მისი გადაწყვეტილების გამო, დღეს “ქართული ოცნების” კრიტიკის სამიზნე გახდა. სახელისუფლებო გუნდს მიაჩნია “ლელო” “ნაციონალური მოძრაობის” დაქვემდებარებაშია და გადაწყვეტილებებსაც მათი მითითებით იღებს.
“ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო ბოიკოტს აგრძელებს, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში ერთვება. პარტიაში ამბობენ, რომ გაგრძელდება პროტესტი მიტაცებული სახელმწიფოს დაბრუნებისთვისაც. გაგრძელდება აქციებიც, რომლის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები იქნება.