ოფიციალური კიევი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავს. საგანგებო განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება საქართველოს მთავრობას მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა უზრუნველყოს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის საელჩოს დიპლომატები ელოდებიან თანხმობას მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად.