“ხელისუფლების ქმედებები დანაშაულებრივია და ის მიმართულია არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ” – ასე აფასებს ოპოზიცია, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც ის სახალხო დამცველსა და ექიმებს დაემუქრა, დასკვნას კი ფეიკი უწოდა. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ კობახიძე და “ქართული ოცნების” ლიდერები მსგავსი განცხადებებით ადასტურებენ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი მათი პირადი მძევალია.