ქართული ოცნება ოპოზიციის დღევანდელ ბრიფინგს აფასებს და ოპონენტებს, რუსეთის მოკავშირეებს თავად უწოდებს. ამბობენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ოკუპანტი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი. მმართველ პარტიაში თვლიან, რომ აქციების მიზანი „ქართული ოცნების“ გაშავებაა. მიიჩნევენ, რომ პოლიტიკაში წარმატებას ხალხის მხარდაჭერა სჭირდება, ოპოზიციას კი საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს და ქუჩაში აქციებით მუხტსაც ვერ შექმნის.