ქვეყანაში კოვიდინფიცირების მაჩვენებელ რეკორდულ ზღვარს ინარჩუნებს | 17.11.2021

ქვეყანაში  კოვიდინფიცირების მაჩვენებელ  რეკორდულ ზღვარს ინარჩუნებს. ისევ საგანგაშოა სიკდილიანობის სტატისტიკაც. გასულ დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 72 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,  ინფიცირებულთა რიცხვს კი 4732 ადამიანი დაემატა.

ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ფონზე მცირედით იმატა ვაქცინაციის ტემპმა. გასულ 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 8233 ადამიანი აიცრა. საგანგაშო ეპიდვითარების ფონზე ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება დროზე მიმართონ იმინიზაციის ცენტრებს და ვაქცინაციასთან ერთად მკაცრად დაიცვან დაწესებული რეგულაციები.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები