შიმშილობის მე-14 დღე. ელენე ხოშტარია პარლამენტში დღეს ქართული ოცნების დეპუტატებმა მოინახულეს | 16.11.2021

ელენე ხოშტარია პარლამენტში დღეს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მოინახულეს. დროას ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მიხეილ სარჯველაძე, დავით სერგეენკო და დიმიტრი ხუნდაძე დაინტერესდნენ.  ამბობენ, რომ მოშიმშილე დეპუტატთან  პოლიტიკურ საკითხებზე არ უსაუბრიათ. თავად ელენე ხოშტარია კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უკვე მეორე დღეა მედიასთან ნაკლებად კონტაქტობს.

ელენე ხოშტარიასთან ერთდ, პარლამენტში კიდევ 9 დეპუტატი შიმშილობს. უკვე მესამე დღეა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები პროტესტის ამ ფორმას, საკანონმდებლო ორგანოში მიმართავენ. მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

“ქართული ოცნება” კი ოპონენტების შიმსილობას მიხეილ სააკაშვილის გეგმის ნაწილად აფასებს, რომლის მიზანიც, მათი თქმით, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობაა. საპარლამენტო უმრავლეობისთვის გაუგებარია ოპოზიციონერი დეპუტატების შიმშილის შინაარსი, რადგანაც მათი თქმით გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტი მაღალი დონის მომსახურებით არის უზრუნველყოფილი.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გია ბარამიძე, პარტიის ცენტრალურ ოფისში შიმსილობს, შიმშილობა აქვს დაწყებულია- მსოფლიო ბანს  პაატა ბურჭულაძესაც.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები