პიჯაკების საქმე – სააკაშვილის სასამარართლო ისევ მთავარი ბრალდებულის გარეშე | 15.11.2021

დაცვის მხარემ დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც ბადრი კოჭლამაზაშვილმა არ გაიზიარა. მოსამართლემ დაცვის მხარეს განუმარტა, რომ პროცესების ციხეში გაგრძელებას არ გეგმავს.

პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი უცვლელი არგუმენტებით  უთხრა. უწყების განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის წარდგენა  სხდომათა დარბაზში მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გარკვებულ რისკებთან არის დაკავშირებული. პენიტენციური სამსახური ისევ ირწმუნება, რომ ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით იგეგმებოდა, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება. ამბობენ იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე დასწრება კი სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის დამატებით რისკს წარმოადგენს. გადაწვეტილება მიუღებელია დაცვის მხარისთვის.

ხმაურიან პროცესზე დღეს პიჯაკების საქმე განიხილეს, სადაც ბრალდების მხარე მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება. სხდომაზე პროკურატურის წინადადება  იყო, ექსპრეზიდენტს საკუთარ პროცესზე მონაწილეობა დისტანციურად მიეღო, ან სხდომა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებულიყო.

მოსამართლემ დღეს უარი თქვა, პიჯაკების საქმის სხდომა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, სხვა მედიებსაც გადაეღოთ.

თანხების გაფლანგვის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება. სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს განახლდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები