ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ევროპარლამენტარს “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტს უწოდებს და წერს, რომ ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ. კობახიძე სტატუსში წერს, იმასაც რომ 2012 წლიდან საქართველოში მართლმსაჯულებამ წინსვლა განიცადა. მისი თქმით, “მართლმსაჯულების დისკრედიტაციის ყველა მცდელობის უკან, კრიმინალების მფარველობა და მათთვის სასჯელის არიდება იკითხება”.