ელენე ხოშტარია დღეს ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ მოინახულა. შეხვედრას, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, პარტია “დროას” წევრი ბათუ ქუთელიაც ესწრებოდა. მათი თქმით, მნიშვნელობანია, რომ პროტესტის ხმა, ევროპელ პარტნიორებსაც ესმით. რაც შეეხება ხოშტარიას ჯანდმრთელობის მდგომარეობას – ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელიც კრიტიკულ ზღვარზე იყო გამოსწორდა – ის თავს მხნედ გრძნობს. “დროას” ლიდერი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 10 დღეა შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, თუმცა როგორც ელენე ხოშტარიამ თქვა, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს იქამდე, ვიდრე ყოფილ პრეზიდენტს სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ.