სუსი-ს ბლოკირებული შესასვლელები და ევაკუატორებით წაყვანილი მანქანები – “გირჩის” აქცია-პერფორმანსი | 12.11.2021

პირველი აქცია პერფომანსი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დღეს პარტიამ “გირჩი-მეტი თავისუფლება” გამართა. პროტესტის ნიშნად, ზურა ჯაფარიძემ სუს-ის  შესასვლელი საკუთარი ავტომობილით  ჩაკეტა.  “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ადგილზე კონკრეტული მოთხოვნებით მივიდა. სრულად პროპორციული 2%-იან საარჩევნო სისტემის, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისა და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მან ბანერები  საქარე მინაზე განათავსა. ხოლო  მას შემდეგ, რაც მან სამართალდამცველების კითხვებს არ უპასუხა, პოლიციამ ავტომობილში მყოფი პოლიტიკოსი  ევაკუატორით საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანა.

“გირჩი-მეტი თავისუფლების”  ლიდერების მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა ბლოკურებული იყო  ბათუმშიც. იმავე მოთხოვნებით,  ოპოზიციის  წვერებმა შენობის ცენტრალური შესასვლელი მანქანით ჩაკეტეს. პოლიციამ პერფორმნასში მონაწილე  ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი ფუტკარტაძე დააკავა. დაკავებულია აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ გორგაძეც. მანქანა კი ევაკუატორით საჯარიმოზე გადაიყვანეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელი  ჩაკეტეს ქუთაისშიც. შენობის ბლოკირების გამო საჯარიმე ავტოსადგომზე  ევაკუატორით გადაიყვანეს იმედა კლდიაშვილის ავტომობილიც. “გირჩი – მეტი თავისუფლების”  ლიდერებმა პროტესტის ამ  ფორმას ქვეყნის კიდევ 6 ქალაქში მიმართეს. სუს-ის შენობის შესასვლელები ბლოკირებული იყო თბილისში,  ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და გორში.