ოპოზიციის დღევანდელ პროტესტს დაპისრისპირების გარეშე არც დღეს ჩაუვლია. მიზეზი კი პოლიციის მხრიდან, პარლამენტის დეპუტატებისთვის იმ უფლების შეზღუდვა გახდა, რომლითაც მათ ყველა ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის უფლება აქვთ. ოპოზიციონერი ლიდერები მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ კითხვები გუშინ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით ჰქონდათ – რომელიც მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში იძულებით გადაყვანას ასახავს. მომხდარი დაპირისპირების ფონზე, პოლიციამ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებაც სცადა.
ოპოზიციის დღევანდელი აქცია მერტოსადგურ 300 არაგველებზე დაიწყო. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა, ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართეს და კიდევ ერთხელ თქვეს, რომ მშვიდობიანი პროტესტი არ შეწყდება. აქციების მთავარი მოთხოვნა კი უცლველია, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.
პროტესტის მონაწილეებმა მეტრო 300 არაგველიდან იუსტიციის სამინისტროსთან მსვლელობით გადაინაცვლეს. მათი თქმით, სწორედ რატი ბრეგაძის უწყებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ოპოზიცია პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს და ასე ცდილობს, ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნას.