„შეწყვიტეთ სააკაშვილის პერსონალური ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება“ – სახელმწიფო ინსპექტორი | 11.11.2021

„შეწყვიტეთ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება“ – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იუსტიციის სამინისტროს მიერ კადრების გასაჯაროებას ეხმაურება. ინსპექტორის განცხადებაში ნათქვამია, რომ მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება კატეგორიულად მიუღებელია. უწყება მოუწოდებს როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება.