კარლ ჰარცელის მოწოდება ხელისუფლებას | 11.11.2021

კარლ ჰარცელის მოწოდება ხელისუფლებას-საქართველოში ევროკავშირის ელჩი მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყეტილების დროულად შესრულებას ითხოვს. ამბობს, რომ ეს არის პირველი დამაიმედებელი ნაბიჯი და დაბალანსებული მიდგომა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობისა და უსაფრთხო მდგომარეობასთან დაკავშირებით გარკვეულ წინსვლებს გამოიწვევს.

“ვფიქრობ, ეს არის დაბალანსებული მიდგომა, რომელიც იმედი მაქვს, მიგვიყვანს იმ მდგომარეობამდე, როდესაც გარკვეული ძირითად საკითხები წინ წაიწევს, მათ შორის შესაძლო ყველაზე მწვავე საკითხები, რომლებიც ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ეხება. მოვუწოდებ ყველას, რომ პატივი სცენ ამ გადაწყვეტილებას და იმოქმედონ რაც შეიძლება სწრაფად მის შესასრულებლად,” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.