მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებას საგანგებო განცხადებით ეხმიანება სახალხო დამცველი | 11.11.2021

მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებას საგანგებო განცხადებით ეხმიანება სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია თვლის, რომ სრულიად არაპროპორციული და შეურაცხმყოფელი ფორმით კადრების გავრცელებით, ირღვევა ყოფილი პრეზიდენტის  პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ომბუდსმენი მოითხოვს, იუსტიციის მინისტრმა და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატივი სცენ პატიმართა უფლებებს და შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები