პოლონური მედიის ინფორმაციით ანდჟეი დუდამ სალომე ზურაბიშვილთან მიხეილ სააკაშვლის საკითხზე ისაუბრა. სატელეფონო საუბარი 8 ნოემბერს შედგა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე წერია, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მიხეილ სააკაშვილის საკითხი ნახსენები საერთოდ არ არის. პოლონური მედიის ცნობით კი ანდჟეი დუდამ სალომე ზურაბიშვილს, სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების მიღება და ექსპრეზიდენტის საქმის მშვიდობიანად გადაწყვეტა სთხოვა.