მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად – სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება | 10.11.2021

სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება. საქართველოს მესამე პრეზიდნეტის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება სახელწმიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გააკეთა. მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, შესაბამისად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფებას მოექცეს მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.