მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, გაყალბებული არჩევნები და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება განიხილეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესტან შეხვედრისას. კელი დეგნანის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციონერმა ლიდერებმა ერიკა ოლსონს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მათ შორის თუ რა ფორმით მოხდა გუშინ მისი გლდანის ციხეში გადაყვანა. შეხვედრაზე ოპოზიციამ აღნიშნა, რომ მმართველი პარტია პოლიტიკურ შურისძიებაზე ორიენტირებულ და ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან მწვავე გზავნილებს ელოდება.
დრესვე, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს არასამთავრობო ორგანზიაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც შეხვდნენ. მთავარი თემა სასამართლო რეფორმა იყო. არასამთავრობოებმა ერიკა ოლსონს რეკომენდაციითაც მიმართეს, რომ კლანის კონკრეტული მოსამართლეების მიმართ პერსონალური სანქციები ამოქმედდეს.