სააკაშვილის შიმშილობა ფეიკია, ის კარგ მდგომარეობაშია ვინაიდან ჭამს – “ოცნება” რიტორიკას არ ცვლის | 09.11.2021

“მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა ფეიკია, ის კარგ მდგომარეობაშია ვინაიდან ჭამს” – “ქართული ოცნება” ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით რიტორიკას არ ცვლის. მმართველი გუნდის ლიდერები მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობენ და ამბობენ, რომ მსჯავრდებულ პრეზიდენტს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად ეპყრობიან. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ სააკაშვილი არის 9500 პატიმროდან ერთ-ერთი და ის ბოლომდე მოიხდის სასჯელს.