“ოპოზიცია ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავს – “ოცნება” ოპოზიციას ახალ ბრალდებებს უყენებს | 09.11.2021

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ოპონენტებს ახალ ბრალდებებს უყენებს. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ოპოზიცია ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავს. თუმცა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის ლიდერს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და თქვა, რომ მას ეს ინფორმაცია გაუთქმელობის პირობით მიაწოდეს. ირაკლი კობახიძის განცხადებას აბსურდულს უწოდებენ და ოპოზიციის დაშინების მცდელობად აფასებენ  პარტია “დროას” ლიდერები. მათი თქმით, ერთადერთი ვისაც ელენე ხოშტარიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართული ოცნებაა”.