განცხადება პრემიერის სახელზე- მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გადასარჩენად მედიკოსებიც გაერთიანდნენ | 09.11.2021

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად  მედიკოსები გაერთიანდნენ. მთავრობის კანცელარიასთან  სამედიცინო სფეროს ის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. ამ მოთხოვნით მათ პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადებაც შეიტანეს.