მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მედიკოსები გაერთიანდნენ. მთავრობის კანცელარიასთან სამედიცინო სფეროს ის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. ამ მოთხოვნით მათ პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადებაც შეიტანეს.