უკრაინული რადას დეპუტატები სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ითხოვენ | 09.11.2021

უკრაინული რადას დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების თხოვნით მიმართავენ. საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილ მიმართვაში ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან  და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით. რადას 89 დეპუტატი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ექსპრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში და აღმოუჩინონ უმაღლესი კლასის სამედიცინო მომსახურება. რადას დეპუტატები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის უფლებების დაცვა, რომელიც 2015 წლიდან უკრაინის მოქალაქეა, უკრაინის მოვალეობა და უფლებაა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები