საგანგაშო ეპიდვითარების ფონზე საქართველოში მოზარდბის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი ხდება | 09.11.2021

საგანგაშო ეპიდვიტარების ფონზე საქართველოში მოზარდბის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი ხდება. იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ბავშვებს აცრის გაკეთება ფაიზერის ვაქცინით შეეძლებათ. საბჭოს გადაწყვეტილებით, მოიხსნა ბუსტერ დოზის გამოყენებაზე არსებული შეზღუდვაც. ხვალიდან ვაქცინის მესამე დოზით აცრა 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს შეეძლებათ.

ქვეყანაში  კოვიდინფიცირების სტატისტიკა ისევ  კრიტიკულ ნიშნულზეა.  ყოველდღიურად იზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. გასულ დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 75 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,  ინფიცირებულთა რიცხვს კი 6021 ადამიანი დაემატა.  ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ფონზე კვლავ დაბალია ვაქცინაციის ტემპი. გასულ 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ 5254 ადამიანი აიცრა. საგანგაშო ეპიდვითარების ფონზე ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება დროზე მიმართონ იმუნიზაციის ცენტრებს და ვაქცინაციასთან ერთად მკაცრად დაიცვან დაწესებული რეგულაციები.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები