„დროას“ აქცია-პერფორმანსი – საკვები დანამატები იუსტიციის სამინისტროსთან | 08.11.2021

პარტია “დროას” წევრებმა იუსტიიცის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და სამინისტროსთან საკვები დანამატები მიიტანეს. ამით პარტიის წევრებმა, პენიტენციური სამსახურის მიერ გამოაქვეყებული  ის ვიდეო მასალა გააპროტესტეს, რომელშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმების მიერ დანიშნულ საკვებ დანამატებს ღებულობს. “დროას” წევრები განმარტავენ, რომ გავრცელებული კადრები არის პატიმრის დისკრედიტაცია, რადგან აღნიშნული დანამატების მიღება არ ნიშნავდა შიმშილობის შეწყვეტას და სამედიცინო მანიპულაციის ჩვენება არის ამორალური.