სუს-ი ისევ ხელისუფლების დამხობის გეგმის შესახებ საუბრობს – მორიგი გამაფრთხილებელი განცხადეება | 06.11.2021

სუს-ი ისევ ხელისუფლების დამხობის გეგმის შესახებ საუბრობს. უწყებაში  საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თქვეს,  რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას და გზების გადაკეტვას გეგმავენ. მათივე თქმით, მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა. შესაბამის დავალებებს კი ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი გასცემს. სუს-ის მტკიცებით, განიხილება ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციაც.

სახელმწიფო გადატრიალერბის შესაძლო მცდელობაზე  სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბოდვა უწოდეს ოპოზიციაში. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი,  ლევან ხაბეიშვილის ამბობს,  სუსის ბრალდებები უსაფუძვლოა. მისი შეფასებით,  ხელისუფლება შეშინებულია და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ჭორებს ავრცელებს.

სუს-ის დღევანდელი ბრიფინგი შეაფასეს მმართველ გუნდშიც. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მათთვის  ეს განცხადება სრულიად დამაჯერებელია.