მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს ასაჯაროებს. სამსახურის ინფორმაციით, ვიდეომასალა ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. სამსახური ასაჯაროებს იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალასაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.