ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და საპასუხო ღონისძიებები განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება, ამ კუთხით ბიზნესის აქტივაცია და ასევე მწვანე საშვების საკითხი იყო.